Elastic...
Privacy Policy

ხელშეკრულება

ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ
შ.პ.ს “ინკი” (შემდგომში “შემსრულებელი”), ერთის მხრივ და მომსახურების მიმღები მეორეს
მხრივ (შემდგომში “დამკვეთი”), ვდებთ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით ქვემოთგანსაზღვრულ
ურთიერთსასარგებლო საქმიანობაზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 წინამდებარე ხელშეკრულების ძალით მხარეები თანხმდებიან, რომ მისი მოქმედების პერიოდში
“შემსრულებელი” “დამკვეთის” ნების საფუძველზე გაუწევს “დამკვეთს” 1.2 პუნქტით განსაზღვრულ
მომსახურებას.
1.2 წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში განსაზღვრული მომსახურება გულისხმობს:
“დამკვეთი” სათვის „დომენების“ dns ჩანაწერის შექმნას, 24 საათიან შენახვას - web/mail ჰოსტინგს
ინტერნეტში, რისთვისაც “დამკვეთი” - სათვის “შემსრულებელი” მის კუთვნილ სერვერზე გამოყოფს
არენდით „დამკვეთი“-ს მიერ მოთხოვნილ დისკურ სივრცეს (ვირტუალური და ფიზიკური სერვერის
შემთხვევაში მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრების თანახმად) რომელიც მითითებულია მის მიერ
რეგისტრაციისას. ამასთან გარანტირებული აფ–თაიმი შეადგენს 99,5%.
2. ხელშეკრულების შინაარსი
2.1 მხარეები თანხმდებიან ზუსტად და დროულად შეასრულონ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ნაკისრი
ვალდებულებები.
3. ანაზღაურების წესი
3.1 მხარეები თანხმდებიან, რომ “შეკვეთის” ფასი განისაზღვრება ეროვნულ ლარში შერჩეული პაკეტის
მიხედვით, ვებ გვერდზე მითითებული ოფიციალური ფასების შესაბამისად, რომელთა კორექტირებაც
შეიძლება მოხდეს ეროვნული ვალუტის კურსის უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. 3.2 "დამკვეთი"
იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს 3.1 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა ონლაინ
ხელშეკრულებაზე თანხმობის გამოხატვის შემდგომ მიღებული ინვოისის შესაბამისად, ასევე ყოველ
მომდევნო პერიოდში, „დამკვეთის“ მიერ შერჩეული ციკლის თანხამად ბილინგის სისტემის მიერ
გაგზავნილი ინვოისების მიხედვით ავანსად.
4 პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
4.1 მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ყოველგვარი
პასუხისმგებლობისაგან, თუ მათი ვალდებულებების ნაწილობრივი, ან სრული შეუსრულებლობა
გამოწვეულია მათთვის დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) მოქმედების გამო. ასეთ გარემოებებად
მიიჩნევა: საბრძოლო მოქმედებები, სტიქიური უბედურებები, დივერსია, ხანძარი, ბლოკადა,
ელექტროენერგიის კრიზისი, ცვლილებები კანონმდებლობაში და სხვა გარემოებები, რომლებიც
შეუძლებელს ხდიან ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. 4.2 ფორს-მაჟორული გარემოებების
მოქმედების დამთავრებისთანავე მხარეებმა უნდა განახორციელონ ასეთი გარემოებების დადგომამდე
ნაკისრი ყველა ვალდებულება.
5. მხარეთა ვალდებულება
5.1 შემსრულებელი” ვალდებულია: განახორციელოს მისი კუთვნილი სერვერების მუდმივი
მონიტორინგი და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე, მოახდინოს ვებ გვერდის(თუ ასეთი არსებობს)
სარეზერვო კოპიოს შენახვა ყოველ 3-10 დღეში და ვებ გვერდის არასანქცირებული დაზიანების
შემთხვევაში მოახდინოს აღდგენა სარეზერვო კოპიოდან. მიუხედავად ამისა, რადგან არ არსებობს 100%-
იანი გარანტია ფაილების არდაზიანების ან/და არწაშლის, „დამკვეთი“ ვალდებულია პერიოდულად
მოახდინოს სერვერებზე ატვირთული ინფორმაციის სარეზერვო კოპირება მის პირად კომპიუტერში ან/და
CD/DVD დისკებზე და არ დატოვოს ასლები მხოლოდ სერვერებზე.
"ინკი" არ იღებს პასუხისმგებლობას აბონენტის მხრიდან სერვერებზე გ
დაკარგვაზე.
"ინკი" უწევს რეკომენდაციას აბონენტებს, სარეზერვო ასლების შენახვის პერიოდულობა იყოს
მინიმუმ კვირაში ერთხელ. ამასთან "შემსრულებელი" არ არის პასუხისმგებელი "დამკვეთის" მიერ
მისთვის გამოყოფილ ვებ სირცეში გამოყენებული ინკიგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებაზე.
5.2 “დამკვეთი” ვალდებულია ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში შეასრულოს 3.2. პუნქტით
ნაკისრი ვალდებულებები;
5.3.დამკვეთი იღებს ვალდებულებას არ ჩატვირთოს სერვერზე, არ გამოიყენოს გასაგზავნად ან არ
განათავსოს კონტენტი რომელიც: – არის არაკანონიერი, მუქარის შემცველი, შეურაცმყოფელი,
რომლებიც არღვევს საავტორო უფლებებს, ინკიპაგანდას უწევს რასობრივ, რელიგიურ, სქესობრივ,
სოციალურ დისკრიმინაციას და აღვივებს შუღლს, შეიცავს შეურაცყოფას კონკრეტული პირებისა და
ორგანიზაციების მიმართ; - არღვევს არასრულწლოვანთა უფლებებს, შეიძლება მათთვის ნებისმიერი
ფორმით ზიანის მიყენება; – არღვევს ან ავიწროვებს უმცირესობათა უფლებებს; - იმ კონტენტების
ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებზეც თქვენ არ გაგაჩნიათ უფლება
გახადოთ საჯარო საქართველოს კანონმდებლობით, ან რომელიმე ხელშეკრულებით; - იმ კონტენტების
ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებიც ეხება რაიმე პატენტს, სავაჭრო
ნიშანს, კომერციულ საიდუმლიებას ან არღვევს მესამე მხარის საავტორო უფლებებს. - იმ კონტენტების
ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებზეც შეიცავენ სპამს(მათ შორის
საძიებო), უცხო ელექტრონულ მისამართებს; - იმ კონტენტების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა
სახით განთავსება, რომლებიც შეიცავენ ვირუსებსა და სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს და
ინკიგრამებს, რომლებიც განსაზღვრულნი არიან ინკიგრამების, კომპიუტერებისა და ტელესაკომუნიკაციო
მოწყობილობათა ფუნქციონალური შეზღუდვის, დარღვევისა თუ განადგურებისათვის. ასევე
კომერციული ინკიგრამული ინკიდუქტების სერიული ნომრების, კოდების, ლოგინების, პაროლების ან
სხვა რაიმე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც ხელს შეუწყობს ინტერნეტის ფასიან რესურსებში
არასანქცირებულ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ზემოთაღნიშნულ ინფორმაციაზე ლინკების განთავსება;
- მესემე პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შენახვა; - მესამე პირების ქსელში ნებისმიერი სახით
წარმომადგენლობა; - საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შეგნებული
დარღვევა;
5.4. მომსახურების ღირებულების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში „შემსრულებელი“
უფლებამისილია შეუჩეროს მომსახურება „დამკვეთს“ გადახდის ვადის გასვლიდან 15 სამუშაო დღეში,
რა პერიოდშიც ინახავს მის კუთვნილ სერვერზე არსებულ „დამკვეთის“ მონაცემებს (ელფოსტას, ვებ
გვერდის ბაზას და ა.შ.), ხოლო 30 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ წაშალოს სერვერიდან „დამკვეთის“
ყველა მონაცემი გაუფრთხილებლად. 5.5. მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულეების შეუსრულებლობის,
ან არაჯეროვანი შესრულებისას, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს
წინამდებარე ხელშკერულების მოქმედება, რაზედაც რაიმე სახის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება
მხარეებს არ გააჩნათ.
6 კონფიდენციალურობა
6.1 შემსრულებელი იღებს ვალდებულებას – დაიცვას კონფიდენციალურობა დამკვეთის მიერ სერვერზე
განთავსაბულ მასალებზე, არ შეინახოს და არ გაავრცელოს ისინი და არ გადასცეს მესამე პირებს.
7 დავების გადაწყვეტის წესი
7.1. მხარეები იღებენ ყველა ზომას, რათა ამ ხელშეკრულებიდან წამოჭრილი ყველა დავა, ანდა
წინააღმდეგობა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. 7.2 სადაო საკითხების მოლაპარაკების გზით
გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეებს გააჩნიათ უფლებამოსილება მიმართონ
სასამართლოს და გადაჭრან სადაო საკითხები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის
თანახმად.
8. დასკვნითი დებულებები
8.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის „დამკვეთი“-ს მიერ ონლაინ განაცხადის შევსების
დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ მის გაუქმებამდე.
8.2 წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მისი გაუქმება დასაშვებია
მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ამასთან გაუქმების, ცვლილების ან დამატების შესახებ, თუ
არ მოხდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი პუნქტებისა და ვალდებულებების
დარღვევა მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს წერილობით.
8.3 ონლაინ ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, გააჩნია იურიდიული ძალა და
სავალდებულოა შესასრულებლად მხარეებისათვის.
8.4 წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
შ.პ.ს. “ინკი”–ს რეკვიზიტებია
მისამართი : ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 42, მე 3 სადარბაზო, ბინა26 ს/კ 204929168 ს/ს „თი–ბი–სი“
ბანკი ბანკის კოდი TBCBGE22 ა/ა № GE63TB7863436070100001 [email protected]

უფასო ქვე-დომენი
ისარგებლე ჩვენი უფასო საბდომეინით. გააქტიურე მომენტალურად.